05 მარტი, 2018
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა გაერთიანებული სხდომა ჩაატარა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა გაერთიანებული სხდომა ჩაატარა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსები, მერის წარმომადგენლები, არასამეწარმეო იურიდიული პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორები ესწრებოდნენ.
ბენიამენ ფალავანდიშვილმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ უმრავლესობაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია, ხოლო ბევრ მათგანზე დასრულდა კიდეც.
ეს პროექტებია:
სკვერის მშენებლობა ყოფილი კომისარიატის შენობის ტერიტორიაზე;
საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ არგვეთში;
სოფელ კორბოულში სისვაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
დ.აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ. „ბამბეულის“ ეზოების რეაბილიტაცია;
დ.აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია;
სოფელ სავანეში ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკისა და იტავაზის კვარცის ქვიშებისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
ივ.გომართელის ქუჩაზე ეზოების კეთილმოწყობა;
თამარ მეფის ქუჩაზე რკინა ბეტონის საფარის დაგება;
სოფელ სპეთში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
მდ. შუშასა და იზვარაზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია;
სოფელ ცხამის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
ბენიამენ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წელს რკინა ბეტონის საფარის დაგება ასევე სარიტუალო დარბაზების გადახურვა აქტიურად მოხდება. სამომავლოდ განიხილება ასევე ჯრუჭის მონასტრის აღდგენითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მერმა მაჟორიტარ დეპუტატს პაატა კვიჟინაძეს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა საჩხერეში მიმდინარე თუ განსახორციელებელი პროექტების დაფინანსებაც.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რგფ-დან 17 პროექტი ფინანსდება და მათი საერთო ღირებულება 5 482 000 ლარია.
სხდომაზე საუბარი ა(ა)იპიებსა თუ შპს-ებში არსებულ პრობლემებსაც შეეხო.საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამისი დავალებები გასცა, რაც დასუფთავებას, უპატრონო ძაღლები გაყვანას (კანონის შესაბამისად) და ცენტრალური და მუნიციპალური გზების მიმდებარედ არსებული უსახური შენობების ფასადების მოწესრიგებას გულისხმობს.