05 მარტი, 2018
„UNDP“ -ის წარმომადგენლები აგარის პროფესიულ სასწავლებელს ესტუმრნენ
აგარის პროფესიულ სასწავლებელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტების მენეჯერი რეზო საყვარელიძე და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე.
პროფესიული სასწავლებელი დაბა აგარის სკოლის ბაზაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტი ითვალისწინებდა კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატს. მასში, გარდა აგარის საჯარო სკოლის, კომპანია „აგარის შაქრის“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს განვითარების ფონდისა, ჩართული იყო ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელმაც 90 000 ლარით დააფინანსა სასწავლებლის შენობის რეაბილიტაცია და საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
დელეგაციის წევრები ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, მერი არხოშაშვილთან, საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, გიორგი კობახიძესთან და სკოლის დირექტორთან, დარეჯან ბეგიშვილთან ერთად დეტალურად გაეცვნენ სასწავლებლის ფუნქციონირებასა და სწავლების მეთოდებს. დაათვალიერეს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ოთახები და ინვენტარი. დაესწრნენ სამუშაო პროცესებს. აგარის საჯარო სკოლის ბაზაზე ხორციელდება ორი ავტორიზებული პროფესიული პროგრამა - ზეინკალ-სანტექნიკოსისა და ელექტრიკოსის.
აგარის პროფესიულ სასწავლებელში სწავლა უფასოა და იგი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. სკოლის დირექტორმა დარეჯან ბეგიშვილმა, მერი არხოშაშვილმა და გიორგი კობახიძემ დეტალურად ისაუბრეს სასწავლებლის განვითარების გეგმებზე და პერსპექტივებზე და ხაზი გაუსვეს ჩვენი რეგიონისთვის მსგავსი სასწავლებლების არსებობის მნიშვნელობას. ქალბატონმა მერიმ, თვითმმართველობის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, მომავალშიც. გვერდში დაუდგნენ აღნიშნული სასწავლებლის ფუნქციონირებას.