05 მარტი, 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელებს შეხვდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ერთად, ევროკავშირის სადიმკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის უფროსს ჰაკან რაპს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჰაკან რაპმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე ისაუბრა, მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობითა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდა.
ლაშა გოგიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.