05 მარტი, 2018
ხულოს მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებს დღესასწაულები მიულოცეს
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მერიასა და საკრებულოში მომუშავე ქალბატონებს შეხვდნენ, გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები გადასცეს. „გილოცავთ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ულევ სიხარულს. მუდამ ლაღად და ამაყად გეტარებინოთ დედის მანდილი და ღირსეული თაობა აგეღზარდოთ.“ - მიმართა დამსწრე ქალბატონებს მერმა გოჩა მელაძემ.