05 მარტი, 2018
მესტიაში, კურორტ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე ვეტერანი მოთხილამურის, თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი გაიმართა
3 მარტს, მესტიაში, კურორტ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართა ვეტერანი მოთხილამურის, თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი სამთო–სათხილამურო სპორტში.
ტრადიციად ქცეული ტურნირი, უკვე მეოთხე წელია რაც ტარდება თეზოს მეგობრებისა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს, თეზოს მეგობრების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.
შეჯიბრი გაიმართა მოყვარულ ქალ და მამაკაც მოთხილამურეებს შორის, გიგანტურ სლალომში, სადაც მონაწილეობა მიიღეს თეზოს მეგობრებმა, ყოფილმა და მოყვარულმა მოთხილამურეებმა.
ქალთა შორის საპრიზო ადგილები მოიპოვეს:
I ადგილი – ნანა ჯაფარიძდ (მესტია)
II ადგილი – ეკა უშხვანი (მესტია)
III ადგილი – ნანა ჯაფარიძე (მესტია).
ვაჟთა შორის გამარჯვება მოიპოვეს:
I ადგილი – გიორგი თედიაშვილი (ბაკურიანი)
II ადგილი – ბორია ჯაფარიძე (მესტია).