02 მარტი, 2018
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, აზიის განვითარების ბანკის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე წლის 1 მარტს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, აზიის
განვითარების ბანკის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის
ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების საკითხთან
დაკავშირებით რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები 2017
წლის ნოემბერშიც გაიმართა, რის შედეგადაც მესტიის მუნიციპალიტეტი მოხვდა იმ
ოთხ მუნიციპალიტეტს შორის, სადაც აზიის განვითარების ბანკი კონკრეტულ
პროექტებს განახორციელებს.
შეხვედრას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.