01 მარტი, 2018
ქუთაისის მერმა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მარჯანიშვილის თეატრის მმართველსა და მსახიობებს შეხვდა. მარჯანიშვილის თეატრი ქუთაისში საგასტროლოდ იმყოფება.
დღეს ისინი მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლს „ჟოლოს“ თამაშობენ.
გასტროლი მარჯანიშვილის თეატრის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. გიორგი ჭიღვარიამ მადლობა გადაუხადა მსახიობებს ქუთაისში სტუმრობისათვის და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.