01 მარტი, 2018
ჯვარში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 19 მილიონი ლარი დაიხარჯება
საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე
ქალაქ ჯვარში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო
სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მასთან ერთად იმყოფებოდნენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორის მოადგილე დავით კოდუა,
წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის
წევრი გოგა გულორდავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
პროექტის განხორციელებისთვის კი 19 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სამუშაოების დასრულების შედეგად, 10 000-მდე ადგილობრივი
მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება
უზრუნველყოფილი.
პროექტი ითვალისწინებს
წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის,
ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას.
ქ, ჯვარს, ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური
მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
სამუშაოებს აზერბაიჯანულ კომპანია "AS ISHAATIN”-ი ასრულებს.