01 მარტი, 2018
ნიკოლოზ თოფურიძემ ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების თანამდებობაზე ახალი კადრები დანიშნა
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების თანამდებობაზე ახალი კადრები დანიშნა.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ახალი წარმომადგენლები ეყოლებათ შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს:
1. მერის წარმომადგენელი დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში - ბაქარ ბარბაქაძე;
2. მერის წარმომადგენელი სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში - ჯემალ კალანდაძე;
3. მერის წარმომადგენელი ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში - კონსტანტინე ხარაძე;
4. მერის წარმომადგენელი ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში - კონსტანტინე ბერაძე;
5. მერის წარმომადგენელი ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში - გრიგოლ სებისკვერაძე
რემდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაინიშნენ, ასევე წარმომადგენლის ასისტენტები:
1. მერის წარმომადგენლის ასისტენტი წიფას ადმინისტრაციულ ერთეულში - სპარტაკ ღამბაშიძე;
2. მერის წარმომადგენლის ასისტენტი ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში -ბადრი ბარბაქაძე და ზურაბ ბარბაქაძე;
3. მერის წარმომადგენლის ასისტენტი ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში - ივერი სულაქველიძე;
4. მერის წარმომადგენლის ასისტენტი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში -პაატა ჩხიკვაძე;
5. მერის წარმომადგენლის ასისტენტი ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში მაია ბერძული.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ახალი კადრები დაინიშნენ, ასევე, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტად როინ გელაშვილი დაინიშნა, ხოლო მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად ნანა ხიჯაკაძე.
ადმინისტრაციული სამსახურში, მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, საარქივო საკითხებში საერთო ჯამში ნიკოლოზ თოფურიძემ, დღეს, ხარაგაულის მერიაში 13 ახალი კადრის დანიშვნას მოაწერა ხელი. ყველა მათგანი მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსების შედეგად შეირჩა.