01 მარტი, 2018
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მეწყრის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მერის მოადგილემ დავით გვიშიანმა, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განყოფილებების ხელმძღვანელებთან ერთად, მეწყრის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ამ მომენტისთვის საფრთხის ქვეშ მყოფ ყველა ოჯახს ხელშეკრულებები გაუფორმდა, მეწყრის გააქტიურების შემთხვევაში ყველა მათგანი გაყვანილი იქნება საშიში ზონიდან და საცხოვრებელი ფართის ქირას მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით აუნაზღაურებს.