01 მარტი, 2018
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში გარევაჭრობა ოფიციალურად აიკრძალა
ქუთაისის
ცენტრალურ ნაწილში გარევაჭრობა ოფიციალურად აიკრძალა. ქალაქის მერია
გარემოვაჭრეებს ბაზრობებში შესვლას და სამი თვის განმავლობაში
გადასახადებისგან გათავისუფლებას ჰპირდება. მერიის შეთავაზება
გარემოვაჭრეთა ნაწილმა მიიღო, დარჩენილი ნაწილი კი პროტესტით იმუქრება.
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია
აცხადებს, რომ გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის ხელისუფლების პოზიცია პრინციპულია. მისივე თქმით, ცენტრალური ნაწილის შემდეგ, გარემოვაჭრეებისგან ქალაქის სხვა ნაწილები გათავისუფლდება.
1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა. ამის გამო გვიან ღამე
ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურმა
სერვისებმა დაასუფთავეს. ტერიტორიიდან აიღეს გარემოვაჭრეთა დახლები და
სხვადსხვა სახის მოწყობილობები.