28 თებერვალი, 2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადმინისტრაციულ ერეთულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადმინისტრაციულ ერეთულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
შხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მერის მოადგილე ვალერი თოდუა, ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის, მერიის სოფლის მეურნეობისა და ადმინისტრაციული სამსახურების ხელმძღვანელები.
მერმა განცხადება გააკეთა 4 მარტს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ დასუფთავების აქციასთან დაკავშირებით და წარმომადგენლებს აღნიშნული საკითხის ორგანიზება დაავალა. ყველა ადმინისტრაციულ ერთულში დასუფთავდება ცენტრალური ქუჩები, პარკები, სკვერები, ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები, მდინარის სანაპიროები.აქციაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო მოხელეები, სხვადასხვა სამსახურისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები.
დათო გოგუამ აღნიშნა, რომ სოფლებში ,,ღია კარის დღეებს“ ჩაატარებს და ადგილობრივებს, მათი საჭიროებების გაცნობის მიზნით, პირადად შეხვდება. მერი საჯარო შეხვედრებს 2 მარტს დაიწყებს და პირველ შეხვედრას 14:00 საათზე სოფელ ლესიჭნეში ჩაატარებს. ასევე 2 მარტს,16:00 სთზე, ჩატარდება შეხვედრა სოფელ ახუთის ადმინისტრაციულ ერთეულში.
მერის მოადგილე ვალერი თოდუამ მერის წარმომადგენლებს მოქმედი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გააცნო. მუნიციპალიტეტში დღეისათვის 18 პროგრამა მოქმედებს.
თათბირზე სოფლის მეურნეობის სამსახურების წარმომადგენლებმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ.
თათბირზე ასევე სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.