28 თებერვალი, 2018
ქედის მუნიციპალიტეტში, დასუფთავების აქციები დღეიდან ოფიციალურად განახლდა
ქედის მუნიციპალიტეტში, დასუფთავების აქციები დღეიდან ოფიციალურად განახლდა.
აქციები მუნიციპალიტეტში არსებულ ორგანიზაციებთან, საჯარო მოხელეებთან და მოსახლეობასთან ერთად, წლის განმავლობაში, პემანენტულად მოეწყობა და მას ორგანიზებას მერიის ზედამხედველობის სამსახური გაუწევს.
დღეს, დაბა ქედაში, აბუსერიძის ქუჩაზე შპს ,, ქედის კომუნალურსერვისი"-ს თანამშრომლებმა, ტერიტორია სარეველა მცენარეებისაგან გაათავისუფლეს.