28 თებერვალი, 2018
ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა
ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრადიციული ოთხშაბათის თათბირი გაიმართა, რომელსაც სამსახურის უფროსები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ესწრებოდნენ.
თათბირზე რამდენიმე აქტუალური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის მიმდინარე გაზიფიცირების პროცესი და საგაზაფხულო სამუშაოებისათვის სამზადისი.
ლადო ჯურხაძემ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მათი საჭიროებების შესაბამისად წარმოჩინებისაკენ.