28 თებერვალი, 2018
ახმეტის მერი წარმატებულ პოსტსმენებს შეხვდა
მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა მიგრიაულმა მკლავჭიდის ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენები ნახეს და პირადად მიულოცეს წარმატება.
23-25 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში,ახმეტელმა სპორტსმენებმა 27 მედალი მოიპოვეს.
I ადგილი: გიორგი ხაბაზაშვილი(მარჯვენა),
ოთარ მამუჩარაშვილი(ორივე ხელი),
მიხეილ გოგიჩაშვილი(მარცხენა),
ლევან დავითაშვილი(მარჯვენა),
ნიკა ბრეგვაძე(მარცხენა),
იმედა ჭინჭარაული(მარცხენა),
გიორგი ურბეხაშვილი(მარცხენა),
ზაზა ოქროცვარიძე(ორივე ხელი);
II ადგილი:ბაჩანა ყაზარაშვილი(მარჯვენა),
გიორგი ხაბაზაშვილი(მარცხენა),
ლევან დავითაშვილი(მარცხენა),
ნიკა ბრეგვაძე(მარჯვენა),
იმედა ჭინჭარაული(მარჯვენა),
დათო არაბული(მარჯვენა);
III ადგილი:ბაჩანა ყაზარაშვილი(მარცხენა),
მიშიკო ბუწანკალური(მარცხენა),
ლაშა როსებიშვილი(ორივე ხელი),
აკაკი გოდერძიშვილი(ორივე ხელი),
გიორგი ბახსოლიანი(ორივე ხელი),
დათო არაბული(მარცხენა),
თეონა ქეთელაური(მარჯვენა);
მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელს გელა არაბულს და მისცა პირობა,რომ შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ სპორტსმენებისათვის სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებას.