28 თებერვალი, 2018
სარეკში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და შემსრულებელთან ერთად მოინახულა.
სარეაბილიტაციო სამუშაოს ინდმეწარმე სტანგერ ხომასურიძე ასრულებს, 40 089 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხელშეკრულების პირობების მიხედვით სამუშაო პროცესი 23 მაისამდე დასრულდება.