28 თებერვალი, 2018
ჩხოროწყუს მერსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე ნინო ბურთიკაშვილსა და წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალების განვითარების კოორდინატორ ნინო სამადალაშვილს შეხვდნენ.
ჩხოროწყუს მერსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება განახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით.
პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით, სოფელ ხაბუმეს ადმინისტრაციულ შენობაში გაიხსნა ოფისი, რომელსაც ხათუნა მიქავა უხელმძღვანელებს.