28 თებერვალი, 2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით უმრავლესობის სხდომა გაიმართა
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ ინიციატივით უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა.
ფრაქციის მოწვევით, სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე,
მოადგილე მერაბ სირაძე და შესაბამისი სამახურების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ს
თავმჯდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი
საკითხი წარადგინა. დეპუტატებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და არსებული სოციალური პროგრამების
განხორციელების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილემ სოციალურ პროგრამებსა და მათ მიზნობრივ ხარჯვაზე შექმნილ სამუშაო
ჯგუფზე გააკეთა განცხადება. ხოლო მუნიციპალიტეტში მიმდინარე
რეორგანიზაციაზე საკრებულოს წევრებს ინფორმაცია მერმა მიაწოდა.
შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საჯარო სკოლებსა და სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელს.