27 თებერვალი, 2018
"ბაკურიანობა 2018" გალა-კონცერტით დასრულდა
მსმენელის წინაშე სალომე კორკოტაშვილი თავის ბენდთან ერთად წარსდგა. შეკრებილების განწყობაზე იზრუნა დიჯეიმაც.
„ბაკურიანობა“ ორი დღის განმავლობაში 24-25 თებერვალს მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ვეტერანი სპორტსმენები.
ბაკურიანობის დღესასწაულის გამართვა, ტრადიციაა და ის ყოველ წელს ზამთრის სეზონზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით იმართება.
წელს ადგილობრივებმა და კურორტის სტუმრებმა “ბაკურიანობა” 37-ედ იზეიმეს.