27 თებერვალი, 2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოქალაქეები მიიღო.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო,
რომელიც ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის, ასევე დასაქმებასთან
დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.
დათო გოგუამ შესაბამის სამსახურებს თითოეული საკითხის დროული შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში , მათი გადაჭრა დაავალა.
მოქალაქეთა მორიგი მიღება პარასკევს, 2 მარტს გაიმართება.