27 თებერვალი, 2018
"ბაკურიანობის" დღესასწაულზე ვეტერანი სპორტსმენები დააჯილდოვეს
ის ვინც პირველად დადგა თხილამურზე, ის ვინც პირველად დალაშქრა ბაკურიანის მთები და პირველად გაუთქვა სახელი ბაკურიანს, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტს - "ბაკურიანობის" დღესასწაულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
როგორც ვეტერანი სპორტსმენებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღინიშნა, ამ ადამიანებმა, ზამთრის სპორტის სახეობებში უამრავი წარმატება მოიპოვეს და მომავალი თაობების ჯანსაღად აღზრდის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ღვაწლმოსილი სპორტემენები თხილამურებზე დღემდე დგანან და სიამოვნებით მონაწილეობენ "ბაკურიანობის" დღესასწაულზე.
ვეტერანი სპორტსმენები და მათი ოჯახის წევრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელით, მერის წარმომადგენელმა დაბა ბაკურიანში გოჩა გობრონიძემ და დეპუტატმა ანდრო თედიაშვილმა თასებითა და მადლიერების სიგელებით დააჯილდოვეს.