27 თებერვალი, 2018
თანამედროვე ტექნოლოგიები მოქალაქეთა მომსახურების დასახვეწად ყვარლის მუნიციპალიტეტში მუშაობა დაიწყო
მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,World Vision”-ის პარტნიორობით დღეს დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომლის მიზანია გააუმჯობესოს მოქალაქეების მომსახურება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტი ითვალისწინებს არსებული მიმართულებით თანამედროვე მიდგომების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფრო სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად მომსახურებას.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, დღევანდელი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიურ პროცესში, სამუშაო ჯგუფის დიდი ჩართულობით.
სამუშაო ჯგუფი მზადაა, გარკვეული დროის განმავლობაში ჩამოაყალიბოს აღნიშნული დოკუმენტის სტანდარტი, მისი შემდგომი განხორციელების მიზნით.
პროექტი ხორციელდება მოწვეულ კონსულტანტთან თამარ ტურაშვილთან ერთად, რომელიც გახლავთ შრომისა და ორგანიზაციის ასოცირებული პროფესორი და აქვს დიდი გამოცდილება მომსახურების სფეროში.