26 თებერვალი, 2018
დაბა ჩხოროწყუში ფიტნეს კლუბი გაიხსნა
დაბა ჩხოროწყუში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფიტნეს კლუბის პრეზენტაცია გაიმართა.
კლუბი, მისმა დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა დათა ჭითანავამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს ოფიციალურად გახსნა.
გამაჯანსაღებელი ცენტრი მსურველებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სავარჯიშო ტრენაჟორებს. აბონენტის ღირებულება თვეში 30 ლარს შეადგენს და 15 ვარჯიშს ითვალისწინებს.
კლუბი მსურველებს ყოველდღე, 09:00 –დან 20:00 საათამდე მოემსახურება.