26 თებერვალი, 2018
ქუთაისი მერიამ კომპანია ,,ეს ემ კა"-ს, რომელიც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქალაქში საჯარიმო სანქცია დაუწეს
ქუთაისი
მერიამ კომპანია ,,ეს ემ კა"-ს, რომელიც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს
ასრულებს ქალაქში საჯარიმო სანქცია დაუწესა.
საქმე ეხება თაბუკაშვილის,
დადიანისა და გუგუნავას ქუჩებს, სადაც კომპანიამ წყლის სამუშაოების
დასრულების შემდეგ გზის საფარი არ აღადგინა. კომპანია ,,ეს ემ კა"-ს უკვე
გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და მიეცა გონივრული ვადა (არაუმეტეს 10
დღისა) რათა მოხდეს ყველა მონაკვეთის აღდგენა და
პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
ქუთაისის მერია ქალაქის 24 საათიანი
წყალმომარაგების საკითხზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს
წყალმომარაგების კომპანიასთან. მხარეებმა შეხვედრისას მიმდინარე
სამუშაოების ყველა დეტალი განიხილეს და ასევე პროექტის დასრულების ვადებზეც
ისაუბრეს.
,,
წყალმომარაგების კომპანიასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ქალაქში მიმდინარე
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. კომპანიაა მზადაა
დახმარება გაგვიწიოს ყველა საკითხში და ურთიერთანამშრომლობით ბოლომდე
მივიყვანოთ დაწყებული პროექტი. ქალაქის მერია მაქსიმლაურად გააკონტროლებს
სამუშაოების ხარისხსა და დასრულების ვადებს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა
გიორგი ჭიღვარიამ.