26 თებერვალი, 2018
მესტიაში გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით სემინარი მიმდინარეობს
ამ წუთებში, მესტიაში, სასტუმრო თეთნულდში, მიმდინარეობს სემინარი
გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის
ამაღლების მიზნით თემაზე ,,გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს
კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის''.
დარგის სპეციალისტებმა ისაუბრეს კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების და გაუდაბნოების თემების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს შორის
გრძელდება კითხვა- პასუხის რეჟიმში.