26 თებერვალი, 2018
თერჯოლაში ეტლების გადაცემა გრძელდება
თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ჩართულობითა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემა გრძელდება.
საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე და საორგანიზაციო მდივანი ქეთევან გოგელია თერჯოლის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და პირადად მიიღეს მონაწილეობა ეტლების გადაცემაში, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში დაიწყო და ოჯახებში ვიზიტით გაგრძელდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძემ, საკრებულოს წევრებმა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა საპატიო სტუმრებთან ერთად რემდენიმე ბენეფიციარი მოინახულეს და დარწმუნდნენ, რამდენად კომფორტულია აღნიშნული ეტლები, რომლებიც ბენეფიციარების მორგების ყველა ნიუანსის გათვალისწინებითაა დამზადებული ამერიკული დონორი ორგანიზაციის LDS Charities დახმარებით. ამ ეტაპზე დაკმაყოფილდა 24 გადაადგილების უნარშეზღუდული ბენეფიციარი.