23 თებერვალი, 2018
ხულოს მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
ხულოს კულტურის ცენტრის დარბაზში, მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ადამიანებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა დარგში მოღვაზე 30 ღვაწლმოსილი ადამიანი შეირჩა, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.
მოწვეულთა შორის იყვნენ განათლების, კულტურის, სპორტის, მედიცინის სფეროს, საჯარო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწეული საქმიანობისათვის და სპეციალური მადლობის ბარათები გადასცეს