23 თებერვალი, 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, მერის სტიპენდიანტ იუნკერს, ბაია ღუბელაძეს შეხვდნენ
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, მერის
სტიპენდიანტ იუნკერს, ბაია ღუბელაძეს შეხვდნენ.
ლაშა გოგიამ
ბაია ღუბელაძეს წარმატებები უსურვა. ,, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა
და წახალისება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამ მიზნით დაწესდა
მერის სტიპენდიაც, რომლის პირველი სტიპენდიანტი ბაია ღუბელაძეა. ყველა
ნიჭიერ ახალგაზრდას მინდა წარმატებები ვუსურვო და ვთხოვო, რომ
დაბრუნდნენ და თავიანთი გამოცდილება ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ
გამოიყენონ“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.
ბაია ღუბელაძე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტია, რომელიც მერის სტიპენდიას 2017 წლიდან იღებს.