23 თებერვალი, 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე შემოსული განცხადებები განიხილეს, რომელიც ორი სტუდენტის დაფინანსებას ეხებოდა.
კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ახალსოფელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტის (იუნკერის) ბაია ღუბელაძისთვის მერის სტიპენდიის დანიშვნასთან დაკავშირებით. ბაია ღუბელაძეს სტიპენდია თვეში 250 ლარის ოდენობით დაენიშნა. ის სტიპენდიას გასულ წელსაც იღებდა. წარმატებული იუნკერისთვის 2018 წელს სტიპენდიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეყილების მიღება სიმბოლურად იუნკერთა ხსოვნის დღეს დაემთხვა.
კომისიამ მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ხატია ნანავას განცხადებაც განიხილა. რომელიც სასწავლებლად პოლონეთში მიდის და მერიისგან მგზავრობის თახის დაფინანსებას ითხოვდა. კომისიამ ხატია ნანავას განცხადება დააკმაყოფილა და ის 780 ლარით დაფინანსდა.