23 თებერვალი, 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტს ,,რეგიონიდან წასული ახალგაზრდების დაბრუნების ხელშეწყობა,“ რომელიც კარლ ფრიდრიხ გორდელერის დემოკრატიული მმართველობის კოლეგიის, რობერტ ბოშის ფონდისა და გერმანული საზოგადოება საგარეო ურთიერთობისთვის (DGAP) მხარდაჭერით ხორციელდება.
ა(ა)იპ ,,ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ ხელს უწყობს რეგიონის მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრებას, ახალგაზრდების ჩართულობას აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ახორციელებს საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ პროექტებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების და ღონისძიებების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ვიდეო ინტერვიუების ჩაწერა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან, რომლებიც არიან სამეგრელოს რეგიონიდან, გარკვეული დროის განმავლობაში მოღვაწეობდნენ რეგიონის ფარგლებს გარეთ და შემდეგ დაუბრუნდნენ რეგიონს და გარკვეული წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში.
ლაშა გოგიამ მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.