23 თებერვალი, 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია ,,მერების შეთანხმება“-ს წარმომადგენელს შეხვდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, „მერების შეთანხმება-აღმოსავლეთი“-ს ეროვნულ ექსპერტს საქართველოსა და აზერბაიჯანში გიორგი აბულაშვილსა და საქართველოში „მერების შეთანხმების“ ოფიციალური მხარდამჭერი ორგანიზაციის - ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენელს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი აბულაშვილმა მერს 2018 წელს „მერების შეთანხმება-აღმოსავლეთი“-ს ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წარუდგინა.
შეხვედრის მსვლობისას ზუგდიდის, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქის მიერ აღებული ვალდებულებები განიხილეს. ზუგდიდი მერების შეთანხმებას 2013 წელს შეურთდა.
ლაშა გოგია აღნიშნული პროექტით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია.
მერების შეთანხმება ევროკავშირის ფართო მასშტაბიანი ინიციატივაა, რომელიც ევროკომისიამ 2008 წელს დაიწყო და მისი მიზანი მერების ჩართვა და მხარდაჭერაა ევროკავშირის ენერგეტიკული და კლიმატის მიზნების მისაღწევად.