23 თებერვალი, 2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა
საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები იქნება:
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების
ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის
მიზნით წინადადებების შემუშავება;
გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად
განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა
და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი
რეკომენდაციების მომზადება; გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე
წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი
რეკომენდაციების შემუშავება.
საბჭოს შემადგენლობაში არიან საკრებულოს
და მერიის, არასამთავრობო ორგანიზიაციების, საგანმანათლებლო
დაწესებულებების და საზოგადოების წარმომადგენლები. კანონის შესაბამისად
გენდერული თანასწორობის საბჭოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე კახა ჯამბურია უხელმძღვანელებს.