მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მხარეებმა მომავალში ურთიერთანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრეს.
,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს" აქვს საიუბილეო წელი. წელს 10 წელი შეუსრულდა ორგანიზაციას. ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ქალაქისთვის. თანამშრომლობა გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით. ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა მათთან ერთად, უშუალო თანამშრომლობით ევროკომისიის დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობაზე იყო ორიენტირებული. ამიტომ ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ამ თანამშრომლობისთვის ნაყოფიერი წლებისთვის და ასევე ვაპირებთ უფრო აქტიურ თანამშრომლობას, ბევრი საინტერესო პროექტის და ბევრი ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.