23 თებერვალი, 2018
"ერთი ნაბიჯი დასაქმებისკენ" - საჩხერეში შშმ პირთა ხელშეწყობის პროექტის წარადგინეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში საჯარო მოხელეების, ინკლუზიური სწავლების პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის პროექტის წარდგენა გაიმართა.
პროექტი, სახელწოდებით "ერთი ნაბიჯი დასაქმებისკენ", საზოგადოებას შოთა რუსთაველის სახელობის ქ. საჩხერის N3-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ჩიხლაძემ გააცნო. აღნიშნულის მიზანი პროფესიული და კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვა და შშმ პირებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
პროექტის განხორციელების პროცესში N3-ე საჯარო სკოლა გახდება ცენტრი, რომელიც შშმ პირებს სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს და საგანმანათლებლო პროგრამებს მიაწვდის.
წარდგენას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და მერის მოადგილე ოთარ ომიაძე ესწრებოდნენ.