22 თებერვალი, 2018
ბორჯომში დასუფფთავების მასშტაბური სამუშაოები გრძელდება
ბორჯომის ქუჩებში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები გრძელდება. ამჟამად საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ჩირგვებისა და ქვებისაგან ინტენსიურად იწმინდება ვაშლოვანისა და ლიკანის დასახლებაში ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორია. რამდენიმე დღის წინ დაიწყო ასევე მდინარის ნაპირების დასუფთავება.
სამუშაოებს "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური" აწარმოებს. სამსახურის უფროსის დავით ზაალიშვილის თქმით, ინიციატივა უპრეცედენტოა და ის ყოველდღიური გეგმით გაწერილ საქმიანობასთან ერთად ხორციელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ დასუფთვების სამუშაოები 1 თვის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში სამსახურის მიერ წლობით დაგროვილი ნაშალი მასალის, ქვა-ღორღისა და სხვა სახის ნარჩენებისაგან გაიწმინდა ცენტრალური მაგისტრალის, შიდა ქუჩებისა და საფეხმავლო ბილიკების მიმდებარე ტერიტორიები და ფერდობები.