22 თებერვალი, 2018
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ინიციატივით, აზიური ფაროსანასა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე, საჯარო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ინიციატივით, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, აზიური ფაროსანასა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე, საჯარო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრას მერაბ ქვარაია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია უძღვებოდნენ, რომლებმაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს აზიური ფაროსანას შესახებ.
მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია მავნებელთან ბრძოლის მეთოდების და ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ, ასევე რა გამოცდილება აქვთ სხვა ქვეყნებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხბეში.
ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.