22 თებერვალი, 2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლებს ნანა ათუაშვილს, მაკა ტატუაშვილს და მარინა მენთეშაშვილს შეხვდა.
ერთობლივად იქნა განხილული პროექტი ,, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისავის“.
პროექტის დონორი: ევროკავშირი
ძირითადი მიზანი: ხელი შეუწყოს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.
ასევე გაფორმდა მემორანდუმი მუნიციპალიტეტის მერიასა და World Vision-ს შორის -ბავშვთა დაცვის, ბავშვთა ადრეული განვითარების და ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით.