22 თებერვალი, 2018
ქუთაისის მერია ხანძრით დაზარალებულ ოჯახს დაეხმარა
ქუთაისში ევდოშვილის ქუჩაზე ხონელიძეების ოჯახი ხანძრის შედეგად დაზარალდა. ხანძრის გამო მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლი და საოჯახო ინვენტარი.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, ხონელიძეების ოჯახს მატერიალური დახმარება გაეწია.
ქუთაისის მერია დაზარალებულ ოჯახს დროებითი საცხოვრებლის ქირის გადახდაშიც ეხმარება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხონელიძეების ოჯახს, სამშენებლო მასალებითაც დაეხმარა.