22 თებერვალი, 2018
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ მდინარე ლავთარაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლუკავამ და ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მსენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ლავთარაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
ასევე დაათვალიერებულიქნა ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ტარჩიაზე სტადიონის მიმდებარედ ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები, საკალანდიოს უბანში კი მდ. ჭანისწყალზე ნაპირსამაგრი გაბიონის მშენებლობა.
აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში.