მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
დღეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს როსტომ სესიაშვილს შეხვდნენ დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის ბიუროს
უფროსი - ნელი ხიზანიშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მერაბ სეფაშვილი.
შეხვედრის მიზანი გახლდათ
წითელას, წითურასა და C ჰეპატიტზე მოსახლეობის დროული ვაქცინაცია.
აღნიშნული ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ერთობლივად დაიგეგმა მუნიციპალიტეტში აცრების ორგანიზებულად ჩატარების ღონისძიებები. შეხვედრას ესწრებოდა მერის მოადგილე გივი ზაუტაშვილი.