21 თებერვალი, 2018
ჭიათურა-რგანი-ხრეითის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ატმოსფერული ნალექების შედეგად გრუნტის დაგროვება მოხდა
დიდი ოდენობით ჩამოტანილი გრუნტი
სანიღვრე არხმა ვერ გაატარა, რის შედეგადაც გზის მიმდებარედ მცხოვრებ,
ერთ-ერთ ოჯახის საკუთრებაში არსებულ ეზოში მოხვდა. შექმნილი ვითარების
აღმოსაფხვრელად დღეს დილიდან დასუფთავების მუნიციპალური სამსახურის
სპეციალისტებმა და სპეც ტექნიკამ მუშაობა დაიწყო. ადგილზე, როგორც
სანიაღვრე არხის, ისე ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები ტარდება.
არსებული ვითარების გასაცნობად, ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გივი
მოდებაძე მერიის სამსახურების უფროსებთან ერთად მივიდა.
მერის მოადგილემ
შექმნილი ვითარება დაათვალიერა და დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელსაც
გაესაუბრა. გივი მოდებაძის განაცხადებით, პირველ ეტაპზე გზის გაწმენდა
მოხდება, პრევენციის მიზნით კი- გზის მიმდებარედ ბეტონის ჯებირი აშენდება.