21 თებერვალი, 2018
წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ და მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერეს. მათი განმარტებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრველყოფს ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარის მოწყობასა და სადრენაჟე სისტემის მონტაჟს.
პროექტის სრულყოფისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების დადგმის, სტადიონის შემორაგვის, ვიპ და პრეს ლოჟების გაკათების, სველი წერტილების მოწყობისა და სტადიონთან დამაკავშირებელი ორი ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციის, ასევე სათამაშო მოედნის ირგვლივ სარბენი ბილიკის გაკეთების ხარჯები.
ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია წყალტუბოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, ათეული წლების შემდეგ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ადაპტირდება როგორც ,,სამგურალის'' ამჟამინდელი ლიგის, ასევე უმაღლესი ლიგის მატჩებზე. სტადიონზე შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის მატჩების გამართვაც.