21 თებერვალი, 2018
საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს
დღეს მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა მოინახულა.
ოფისის მშენებლობა ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, პროცესი 10 თვემდე ვადაში დასრულდება.
სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა ის სფეროებია,
რომელთა კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, კერძოდ კი -
მავნე სურსათის გამოვლენა და განადგურება, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და
ეპიდაფეთქების ლიკვიდაცია, ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მავნე
ორგანიზმებისაგან და სხვ.