21 თებერვალი, 2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის ახალი პროექტი „ აღმოაჩინე უცნობი წყალტუბო“ ხორციელდება
ტურიზმის განვითარების ცენტრის ინიციატივით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის ახალი პროექტი „ აღმოაჩინე უცნობი წყალტუბო“ ხორციელდება .
უკვე ჩატარდა შეხვედრა ქალაქის სკოლის X-Xლ კლასის მოსწავლეებთან.
პროექტის მიზანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს უცნობი ადგილების აღმოჩენას, შესწავლას, გაპიარებას, ტურისტული ბილიკებისა და მანიშნებლების მოწესრიგებას.პროექტის ფარგლებში იგეგმება ლაშქრობები, ბანაკების მოწყობა და სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარების ორგანიზება.
ეს ტურიზმის სფეროში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიწყებთ განსაკუთრებულ პროექტს, - „აღმოაჩინე უცნობი წყალტუბო“, - პროექტში ჩართული მოზარდები თავიანთი სოფლის, უბნის, ადგილის შესახებ თავად მოგვიყვებიან და გაგვაცნობენ. მოიძიებენ ისტორიულ ადგილებს, საინტერესო ამბებს გააცოცხლებენ და თავად იქნებიან ტურისტული მარშრუტის შექმნის თანაზიარი, ჩვენ კი ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ მაქსიმალურად“ - აღნიშნა ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა სალომე ქუთათელაძემ.
პირველ შეხვედრაზე გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრად იმყოფებოდა ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა თურმანიძე, რომელიც საკუთარ მუნიციპალიტეტში წარმატებით ანხორციელებს მსგავს პროექტებს ახალგაზრდების ჩართულობით.
პროექტის მხარდამჭერია წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი.