21 თებერვალი, 2018
ხონის მუნიციპალიტეტში რუსლან მელაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ აჭარის ა.რ. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება ომგადახდილის“ ხულოს რაიონული ფილიალის წარმომადგენლები სოფელ ქვემო ვაშლოვანში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 2012 წლის 21 თებერვალს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპული რუსლან მელაძის საფლავი და ოჯახის წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს გარდაცვლილის ხსოვნას.