20 თებერვალი, 2018
ხულოს მუნიციპალიტეტში მერის მოადგილედ დავით ვანაძე დაინიშნა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დავით ვანაძე დაინიშნა.
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ ახლადდანიშნული მოადგილე მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.
დავით ვანაძე დაიბადა 1986 წლის 6 ივნისს ხულოში; 2003 წელს დაამთავრა სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლა;
2004-2008 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (ბაკალავრი);
2008-2010 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის სპეციალობით. მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
2008 წელს სისხლის სამართლის მიმართულებით გაიარა ადვოკატთა ტესტირებაზე;
2011-2016 წლებში შსს–ის აკადემიაში გადიოდა სპეციალური მომზადების კურსებს;
2013 წელს აშშ–ს ექსპორტის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გაიარა სატრენინგო კურსი;
2009 წელს შ.პ.ს. „ტექსტილში“ მუშაობდა იურისტად;
2010-2015 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი;
2015-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) აჭარის ა/რ რეგიონალური მთავარი სამმართველოს I სამსახურის უფროს ინსპექტორად;
ფლობს რუსულ ენას; ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.