20 თებერვალი, 2018
ჭიათურის მერმა მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა
დღეს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა.
ადგილობრივებმა პაატა ნადირაძეს თავიანთი პრობლემები გააცნეს,რაც ძირითადად, სოციალურ, ჯანდაცვისა და დასაქმების საკითხებს შეეხებოდა.
პაატა ნადირაძემ თითოეული მოქალაქის საჭიროებების შესახებ მოისმინა და საკითხის გადაჭრა შესაბამის სამსახურებს კიმპეტენციისა და კანონიერების ფარგლებში დაავალა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღე- სამშაბათია, თუმცა პაატა ნადირაძე მოქალაქეებს ყოველდღიურად ხვდება.