20 თებერვალი, 2018
წყალტუბოს მუნიციპლალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს „იდეების გავითარების ფონდის“ დამფუძნებელი - ქეთევან გეჯაძე შეხვდა
წყალტუბოში “იდეების განვითარების ფონდი“ იწყებს ფუნქციონირებას. არასამთავრობო ორგანიზაცია „იდეების განვითარების ფონდი“(ძIDF) -ის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელშიც ამერიკის გარდა ჩართულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 110 საელჩო.
როგორც ქეთევან გეჯაძემ განაცხადა, ორგანიზაციას ოფისები იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ექნება. წყალტუბოს მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაციას მერიის შენობაში ფართი გამოეყოფა.
„ნებისმიერ ადამიანს, მეწარმეს, ფიზიკურ პირს შესაძლებლობა ექნება დაწეროს პროექტი და განახორციელოს სრული გრანტის დაფინანსება (თანადაფინანაები გარეშე!) 200 დან -300 000 ლარის ფარგლებში“ - განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა მერთან შეხვედრისას.
გრიგოლ იოსელიანმა ქეთევან გეჯაძეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, „რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და ჩაერთვება ამ პროგრამაში, მით უფრო განვითარდება წყალტუბოს ეკონომიკა. ხალხს აქვს იდეები, მაგრამ არ აქვს დაფინანსება, სწორედ იდეების განხორციელებაში ეხმარება მათ ეს ფონდი , ამიტომ მერია და ადგილობრივი თვითმმართველობა სრულ მხარდაჭერას ვუცხდებთ,“ - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, რომ ქეთევან გეჯაძე საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრია.
წყალტუბოში (მერეთში) ამ ორგანიზაციას ზურაბ მესხი უხელმძღვანელებს.