20 თებერვალი, 2018
დარჩელის ადმინისტრაციულმ ერთეულში, ჭავჭავაძისა და თბილისის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მოხდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის ადმინისტრაციულმ ერთეულში, ჭავჭავაძისა და თბილისის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მოხდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია. შესყიდვის სვარაუდი ღირებულება 628 293 ლარია.
რეაბილიტირდება 1000 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზა. დაიგება ბეტონის საფარი.
დარჩელში, თბილისისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გზა უკვე წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.