მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ნიჭიერი მხატვარი, 7 წლის გეგა სოფრომაძე მიიღო. შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილეები გიორგი იობაშვილი და ნინო თვალთვაძე ესწრებოდნენ.
გიორგი ჭიღვარიამ პატარა მხატვარს პროფესიასთან დაკავშირებული საჭირო ინვენტარი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ გეგა სოფრომაძემ ქალაქის მერს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისი ერთ-ერთი ნამუშევარი გადასცა საჩუქრად.
გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად, მულტფილმის პერსონაჟებს ხატავდა. მუშაობს ფანქრით, საღებავებით, ზეთში, გუაშით, აკრილში. 7 წლის გეგა უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია. მისი ნაშრომი „სნოს“ კონკურსის ფავორიტი გახდა და ნახატი სტიკერის სახით საახალწლოდ ბოთლებზე დაიტანეს. დედაშვილობის თემაზე შექმნილი ნახატით „სიზმარას“ კონკურსში გაიმარჯვა, ბოლოს „ტოიოტას“ კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. მისმა ნაშრომმა საერთაშორისო კონკუსში რვა წლამდე კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა და თავადაც ემზადება იაპონიაში წასასვლელად